იცით ფაქტივს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფაქტივის გვერდითი მოვლენებია: სპეციალური მდგომარეობები  თირკმლის უკმარისობა: თუ კრეატინინის კლირენსი >40 მლ/წთ, ასეთ პაციენტებში პრეპარატის დოზის ცვლილება საჭირო არ არის. თუ კრეატინინის კლირენსი ≤40 მლ/წთ,  რეკომენდებულია დოზის შემცირება.  ფაქტივის რეკომენდებული დოზები თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში: ჩასასმელია ცხრილი  პაციენტებმა, რომლებიც საჭიროებენ რუტინულ ჰემოდიალიზს ან მუდმივ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზს (CAPD), უნდა მიიღონ 160 მგ ყოველ 24 საათში.  ღვიძლის უკმარისობა: ნებისმიერი სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის.  თუ ფიქრობთ, რომ ფაქტივის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  თუ დაგავიწყდათ ფაქტივის მიღება: არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.  თუ ამთავრებთ ფაქტივის მიღებას: ფაქტივით მკურნალობის დამთავრების ან შეწყვეტის შემდეგ რაიმე ნეგატიური ეფექტი მოსალოდნელი არ არის.  შესაძლო გვერდითი ეფექტები: როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები შეიძლება გაჩნდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან ფაქტივის ინგრედიენტების მიმართ.  თუ შენიშნავთ რომელიმე ჩამოთვლილს, შეწყვიტეთ ფაქტივის მიღება და მიმართეთ ექიმს ან თქვენი უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი თერაპიის განყოფილებას: – სახის, ენის ან ტუჩების შეშუპება; – სუნთქვის გაძნელება; – გამონაყარი ქავილით, გენერალიზებული ურტიკარიით. ესენი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.  თუ რომელიმე ეს ეფექტი განვითარდა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ალერგიული ხართ ფაქტივის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.  ყველა ეს სერიოზული გვერდითი ეფექტი არის ძალიან იშვიათი. თუ შენიშნავთ ქვემოთ მოცემულ სიმპტომს, შეწყვიტეთ ფაქტივის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი თერაპიის განყოფილებას: – კუნთების სისუსტის გამწვავება (myasthenia gravis) თუ შენიშნავთ რომელიმე ჩამოთვლილ სიმპტომს, მიმართეთ ექიმს: – თავის ტკივილი; – მუცლის ტკივილი; – გულისრევა; – დიარეა; – ერითემა; – თავბრუსხვევა; – გულისრევა; – გემოვნების ცვლილება; – მგრძნობელობა სინათლეზე. ესენი ფაქტივის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია. თუ დააფიქსირებთ რომელიმე გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ინსტრუქციაში მოცემული არ არის, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები