იცით ფელოჰექსალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფელოჰექსალის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები: ყველაზე ხშირად აღინიშნა სიცხის შეგრძნება, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, განსაკუთრებით მკურნალობის დასწყისში, დოზის გაზრდისას ან მაღალი დოზის მიღებისას. დარეგისტრირდა პერიფერიული შეშუპებები (შეშუპების ხარისხი დამოკიდებული იყო დოზაზე). აღინიშნა სტენოკარდიის შეტევები, განსაკუთრებით მკურნალობის დასწყისში. პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ სტენოკარდიის შეტევები, ფელოდიპინით მკურნალობისას შეიძლება  გახშირდეს; შეტევები ხდება უფრო გრძელი და მძიმე. იშვიათად აღინიშნა თავბრუსხვევა, სისუსტე, ჰიპოტენზია, მათ შორის ორთოსტატული, გულისწასვლა, გულისცემის გაძლიერება, ტაქიკარდია, დისპნოე, დაღლილობა, პარესთეზია, ტრემორი, მიალგია, ართრალგია, კუჭ–ნაწლავის მოშლილობა (მათ შორის ღებინება, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი მუცელში, მეტეორიზმი), წონაში მომატება, ოფლიანობა, პოლაკიურია, კანის ალერგიული რეაქციები (მათ შორის ქავილი, ჭინჭრის ციება, ეგზანთემა, ფოტომგრძნობელობა), ღრძილების ჰიპერპლაზია, გინგივიტი. იშვიათ შემთხვევაში, ცალკეული შემთხვევების ჩთვლით (<0.001%); ღვიძლის ფუნქციის დარღვევა(ტრანსამინაზების დონის მომატება), ექსფოლიატიური დერმატიტი, ცხელება, ერექციის დარღვევა, გინეკომასტია, მიოკარდის ინფარქტი, არითმია, მენორაგია. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ გვერდითი რეაქციები უმრავლეს შემთხვევაში მთლიანად ქრება. ნებისმიერი არასაურველი რეაქციის გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს  და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები