იცით ფემაპლექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფემაპლექსის გვერდითი მოვლენებია: როგორც ნებისმიერმა პრეპარატმა, ფემაპლექსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (გვერდითი ეფექტები). ბევრი გვერდითი მოვლენა მსუბუქი ან საშუალოა და ძალიან იშვიათადაა მწვავე, რა შემთხვევაშიც საჭიროა ფემაპლექსით მკურნალობის შეწყვეტა. ბევრი გვერდითი მოვლენა შეიძლება გამოწვეული იყოს დაავადების გამო ან ორგანიზმში ჰორმონების პროდუქციით (როგორიცაა სიწითლე, თმის ცვენა). გვერდითი მოვლენები შეიძლება არ აღმოცენდეს, მაგრამ მათი არსებობის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობა. მიმართეთ ექიმს თუ გვერდითი მოვლენები არ ქრება მკურნალობის დროს ან ისინი შემაწუხებელია. შესაძლო გვერდითი მოვლენებია: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, თრომბოპლებიტი, შეშუპება სითხის რეტენციის გამო, წონაში მატება, წონაში დაკლება, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, მადის მომატება ან დაქვეითება, შეკრულობა, სიწითლე, თმის ცვენა, ალოპეცია, ქავილი, ძვალ-კუნთოვანი ტვიკილები (მაგ. მკლავების, წვივების), საშოდან სისხლდენა, საშოდან გამონადენი, დისპნოე, ლიმფოციტების მაჩვენებლების ცვლილებები და ამინოტრანსფერაზების მომატება. ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები