იცით ფეპორინი-ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფეპორინი-ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატი ზოგადად კარგად გადაიტანება.  გვერდითი მოვლენები იშვიათია და მსუბუქი ხარისხისაა. კუჭ-ნაქლწვის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, კოლიტი (ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით); იშვიათად- მუცლის ტკივილი, ყაბზობა, გემოს აღქმის დარღვევა. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, იშვიათად-ანაფილაქსია. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, იშვიათად-თავბრუსხვევქ, პარესთეზია, ერთეულ შემთხვევებში- გულყრები. კანის მხრივ: იშვიათად – კანის გაწითლება. ბავშვებში ხშირად – გამონაყარი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: შესაძლოა განვითარდეს ანემია. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ალტ, ასტ, ტუტე ფოსფატაზას, საერთო ბილირუბინის მომატება, ეოზინოფილია, პროთრომბინის დროის მატება; იშვიათად – შარდოვანას აზოტის და/ან კრეატინინის გარდამავალი მატება, ტრანზიტორული ტრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ნეიტროპენია; ხშირად – კუმბსის ტესტის  დადებითი რეაქცია. სხვა: სხეულის ტემპერატურია მომატება, ვაგინიტი, ერითემა, იშვიათად – გენიტალური ქავილი, არასპეციფიური კანდიდოზი. ადგილობრივი რეაქციები: ფლებიტი, ანთება და ტკივილის შეყვანის ადგილას. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: დიარეა, კანზე გამონაყარი და ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა ფლებიტი, ტკივილი ინექციის ადგილას და ანთება.  ასევე შესხვა სახის გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, ალერგიები, ქავილი, ცხელება, პარესთეზია და თავის ტკივილი. თირკმლის უკმარისობის მქონე პაცინტებში ცეფეპიმის დოზების არასათანადო კორექციის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ენცელოპათია, კუნთების სპაზმი და ეპილეფსია. ეპილეფსიის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მიღება და აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ანტიკონვულსიური თერაპია. პრეპარტის მიღებისას იშვიათად შესაძლებელია კრუნჩხვები, ძილიანობა, ნერვული დაძაბულობა და თავის ტკივილი ბავშვებში მენინგიტის დროს, თუმცა მათი განვითარება ძირითადად გამოწვეულია მენინგიტით და არ უკავშირდება პროდუქტს. ასევე იშვიათად შეინიშნება ენტერიტი (ფსევდომემბრანული ენტერიტის ჩათვლით) და პირის ღრუს კანდიდოზური ინფექცია. პროდუქტთან ასოცირებული ლაბორატორიული ანალიზების გადახრები ძირითადად გარდამავალია და ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, მოცემული გადახრები მოიცავს შრატში ფოსფორის მომატებას ან შემცირებას, ტრანსამინაზას (ALT და/ან AST) მომატებას, ეოზინოფილური გრანულოციტების რაოდენობის მომატებას და პროთრომბინის დროის გახანგრძლივებას. ტუტე ფოსფატაზას, სისხლის შარდოვანაში აზოტის, კრეატინინის, კალიუმის და საერთო ბილირუბინის მომატებას, სისხლში კალციუმის და სისხლის წითელი უჯრედების შემცირებას. ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკების მსგავსად, ცეფეპიმი ასევე იწვევს ჰემამებას, გრანულოციტების და თრომბოციტების შემცირებას. ცეფალოსპორინის კლასის ანტიბიოტიკებს ასევე შეუძლიათ გამოიწვიონ სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროზი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ტოქსიკური ნეფროპათია, აპლაზური ანემია, ჰემოლიზური ანემია, სისხლდენა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ქოლესტაზი) და სისხლის უჯრედების შემცირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები