იცით ფინლეფსინს რა უკუჩვენებები აქვს?

ფინლეფსინის უკუჩვენებებია::: * ძვლის ტვინის ფუნქციის დაზიანებით გამოწვეული დაავადებები, ატრიოვენტირკულური ბლოკადა, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის, მისი კომპონენტების ანტრიციკლური ანტიდეპრესანტების  მიმართ, აგრეთვე მწვავე ხანგამოშვებითი პორფირია. * ფინლეფსინის კომბინაცია ლითიუმის პრეპარატებთან ნებადართული არ არის. * რადგან ფინლეფსინი იწვევს ახალი, ან უკვე არსებული აბსანსების გაძლიერებას. მისი გამოყენება აღნიშნული გულყრებით შეპყრობილ ავადმყოფებში ნებადართული არ არის. ფინლეფსინის გამოყენება მაოს-ინჰიბიტორებთან ერთად წინააღმდეგნაჩვენებია. აღნიშნული პრეპარატებით მკურნალობის შეწყვეტა წარმოებს არანაკლებ 2 კვირით ადრე ფენილეფსინით მკურნალობის დაწყებამდე. * ფინლეფსინის დანიშვნა ჰემატოლოგიური დაავადებების, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების, გულის მწვავე უკმარისობის, ნატრიუმის ცვლის მოშლის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც მოსალოდნელი სასარგებლო ეფექტი მკვეთრად სჭარბობს შესაძლო უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები