იცით ქსალაკომს რა უკუჩვენებები აქვს?

ქსალაკომის უკუჩვენებებია: სასუნთქი გზების რეაქტიული დაავადებები, მათ შორის ბრონქული ასთმა (ან მითითება მის არსებობაზე ანამნეზში), მწვავე მიმდინარეობის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), სინუსური ბრადიკარდია, II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, კლინიკურად გამოხატული გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი; მომატებული მგრძნობელობა ლატანოპროსტის, თიმოლოლის მალეატის, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.  სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: ანთებითი, ნეოვასკულური, დახურულკუთხოვანი ან თანდაყოლილი გლაუკომა, ღიაკუთხოვანი გლაუკომა ფსევდოფაკიასთან ერთად, პიგმენტური გლაუკომა (პრეპარტის გამოყენების საკმარისი გამოცდლების არარსებობის გამო); აფაკია, ფსევდოაფაკია ბროლის უკანა კაფსულის გახეთქვით, მაკულური შეშუპების ცნობილი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტები (ლატანოპროსტით მკურნალობისას აღწერილი იქნა მაკულური, მათ შორის ცისტოიდური შეშუპების განვითარების შემთხვევები).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები