იცით ციაზილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციაზილის გვერდითი მოვლენებია: მიელოტოქსიურიბა/ჰემატოლოგიური ტოქსიურობა: დოზა დამოკიდებული, შექცევადი ლეიკოპენია და/ან გრანულოციტოპენია(ნეითროპენია) წარმოადგენს ეპირუბიცინის მიელოტოქსიურობის/ჰემატოტოქსიურობის ძირითად გამოვლენას და წარმოადგენს პრეპარატის დოზის შემზღუდავ, მწვავე ტოქსიურობას. ლეიკოპენია ჩვეულებრივ უფრო მძიმეა მაღალი დოზების გამოყენებისას. ამ პირობების გათვალისწინებით შეიძლება საჭირო გახდეს ძვლის ტვინის მკურნალობა (მაგ. პერიფერიული სისხლის ღეროვანი უჯრედების ან ზრდის ფაქტორების გამოყენებით). აგრეთვე შეიძლება განვითარდეს თრომბოციტოპენია და ანემია.  ეპირუბიცინის მიელოტოქსიურობის/ჰეპატოტოქსიურობის კლინიკური გამოვლენა შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, ინფექციებს, სეფსისს/სეპტიცემიას, სეპტიურ შოკს, ჰემორაგიას, ქსოვილების ჰიპოქსიას ან სიკვდილს. ფებრილური ნეითროპენიისას უნდა გამოიყენონ ინტრავენური ანტიბიოტიკები. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა მეორადი მწვავე მიელოიდური ლეიკემია პრო-ლეიკემიური ფაზით ან მის გარეშე, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეპირუბიცინით მკურნალობას დნმ-დამაზიანებელ ანტინეოპლაზიურ აგენტებთან კომბინაციაში ან პაციენტებში, რომლებმაც ჩაიტარეს ინტენსიური მკურნალობა ამ პრეპარატებით. ეს ლეიკემია შეიძლება იყოს ხანმოკლე (1-3 წელი) პერიოდის. კარდიოტოქსიურობა: ანტრაციკლინით გამოწვეული კარდიოტოქსიურობა შეიძლება გამოვლინდეს ადრეული (მწვავე) ან გვიანი მოვლენებით. ეპირუბიცინის ადრეული კარდიოტოქსიურობა მოიცავს ძირითადად ვენტრიკულურ ტაქიკარდიას და/ან ეკგ ანომალიებს, მაგალითად არასპეციფიური შთ-თ ტალღის ცვლილებები, თუმცა აღწერილია ტაქიარითმიებიც, როგორიცაა პარკუჭების ადრეული შეკუმშვა, ვენტრიკულური ტაქიკარდია, ბრადიკარდია, აგრეთვე ატრიოვენტრიკულური ბლოკადა და ჰისის კონის ბლოკადა. ავთვისებიანი გულის რითმის დარღვევების გარდა ეს მოვლენები ჩვეულებრივ მიუთითებს გვიან კარდიოტოქსიურობაზე, იშვიათადაა კლინიკური მნიშვნელობის და ძირითადად არ წარმოადგენს ეპირუბიცინით მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს. გვიანი კარდიოტოქსიურობა წარმოდგენილია დამახასიათებელი კარდიომიოპათიით, რომელიც კლინიკურად ვლინდება სიმპტომებით/ნიშნებით ვენტრიკულური დისფუნქციით/ გულის შეგუბებითი უკმარისობით (როგორიცაა დისპნოე, ფილტვის შეშუპება, ტერფის შეშუპება, ჰეპატომეგალია, ასციტი, პლევრის ეფუზია და გალოპის რიტმი). ეს ტოქსიურობა დამოკიდებულია ეპირუბიცინის კუმულაციურ დოზაზე და წარმოადგენს პრეპარატის დოზის შემზღუდველ ტოქსიურობას. ზოგიერთ კვლევაში, შეფასდა გულის შეგუბებითი უკმარისობის რისკი, სხვა რისკ ფაქტორების არარსებობისას უეცრად იზრდებოდა, როდესაც ეპირუბიცინის დოზა აღწევდა 900-1000მგ/მ2-ს. თუმცა, როდესაც არსებობს კარდიოტოქსიურობის განვითარების დამატებითი რისკი (მაგ. აქტიური ან ლატენტური კარდიოვასკულური დაავადება, ადრეული რადიოთერაპია, სხვა კარდიოტოქსიური აგენტების ადრეული/თანმხლები გამოყენება), კარდიოტოქსიურობა შეიძლება განვითარდეს უფრო დაბალი კუმულაციური დოზების გამოყენებისას. გვიანი კარდიოტოქსიურობა ძირითადად ვითარდება ეპირუბიცინით მკურნალობის პერიოდში და 2-3 თვის შემდეგ, თუმცა აგრეთვე ვითარდება გვიანი ეფექტებიც (მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ). გულის სერიოზული დაზიანების პრევენცია შეიძლება რეგულარული მონიტორინგის გზით მკურნალობის პერიოდში. აგრეთვე აღწერილია პერიკარდიული ინფუზია. გასტროინტესტინური ტოქსიურობა: მუკოზიტი (ძირითადად სტომატიტი, უფრო ნაკლებად ეზოფაგიტი) შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებმაც ჩაიტარეს ეპირუბიცინით მკურნალობა. მუკოზიტის კლინიკური გამოვლინებები მოიცავს ტკივილს და წვის შეგრძნებას, ერითემას, ეროზიას-დაწყლულებას, სისხლდენას და ინფექციებს.სტომატიტი ჩვეულებრივ ჩნდება პრეპარატის მიღებიდან მაშინვე და მწვავე შემთხვევაში შეიძლება პროგრესირდეს რამდენიმე დღის განმავლობაში ლორწოვანის წყლულებამდე. თუმცა პაციენტების უმრავლესობა ამ მდგომარეობიდან გამოდის მკურნაობის მესამე კვირისთვის. გულისრევა, ღებინება, პერიოდული დიარეა და მუცლის ტკივილი შეიძლება განვითარდეს. მწვავე ღებინებამ და დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. გულისრევის და ღებინების პრევენცია შეიძლება შესაბამისი ანტიემეტური მკურნალობით. შეიძლება აგრეთვე განვითარდეს პირის ღრუს ლორწოვანის ჰიპერპიგმენტაცია. კანის და მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: ხშირად ვითარდება ალოპეცია, წვერის ზრდის შეჩერების ჩათვლით. ეს გვერდითი მოვლენა ჩველებრივ შექცევადია, თმა ხელახლა იზრდება 2-3 თვის განმავლობაში მკურნალობის დასრულების შემდეგ. კანის სიწითლე, კანის და ფრჩხილების ჰიპერპიგმენტაცია, ფოტოსენსიტიურობა და ჰიპერსენსიტიურობა გაღიზიანებული კანის არეში (რადიაცია უკურეაქცია) აგრეთვე აღინიშნა. ურტიკარია და ანაფილაქსიები აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ეპირუბიცინით მკურნალობა. ამ რეაქციების ნიშნები/სიმპტომები შეიძლება ვარირებდეს კანის სიწითლიდან და ქავილიდან ცხელებამდე, წვამდე და შოკამდე. ინექციის ადგილის რეაქციები: კანის ერითემული ზოლები ინფუზირებული ვენის ირგვლივ არ წარმოადგენს იშვიათ ფენომენს და შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ფლებიტი ან თრომბოფლებიტი. შეიძლება განვითარდეს ფლებოსკლეროზი, განსაკუთრებით როდესაც ეპირუბიცინის ინფუზია ხდება განმეორებით მცირე ვენაში. პრეპარატის პერივენური ექსტრავაზაციის შემთხვევაში აღინიშნება ლოკალური ტკივილი, მწვავე ცელულიტი და ქსოვილების ნეკროზი. სხვა გვერდითი მოვლენები: სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს თვითრგძნობის გაუარესებას/დაღლილობას და ჰიპერურიკემიას,ს რომელიც შეიძლება განვითარდეს ექსტენსიური პურინული კატაბოლზიმის შედეგად, რომელიც ახლავს პრეპარატით გამოწვეულ სწრაფ უჯრედულ ნეკროზს მაღალი ქიმიოსენსიტიურობის მქონე სიმსივნეების დროს (სიმსივნის ლიზისის სინდრომი). ჰიდრაცია, შარდის გატუტიანება და ალოპურინოლის მიღება სასარგებლოა ჰიპერურიკემიის გვერდითი მოვლენების პრევენციისთვის. ეპირუბიცინით მკურნალობის დროს შეიძლება აგრეთვე განვითარდეს ამენორეა და აზოსპერმია. ეპირუბიცინის ინტრავეზიკალური გზით მიღებამ შეიძლება გამოწივიოს ქიმიური ცისტიტი და შარდის ბუშტის კონსტრიქცია. აღწერილია, რომ ეპირუბიცინის პირდაპირი მიღება (ან ეპირუბიცინის შემცველი მკურნალობისა) და ლიპიდოლისა ღვიძლის ვენაში (ტრანსკათეტერული არტერიული ემბოლიზაცია) ჰეპატოცელულარული პირველადი კარცინომის ან ღვიძლის მეტასტაზების მკურნალობისთვის იწვევს გასტრო-დუოდენურ წყლულებს, შესაძლებელია მედიკამენტების რეფლუქსის გამო კუჭის არტერიაში და ნაღვლის სადინრის სტენოზის გამო პრეპარატით გამოწვეული მასკლეროზებელი ქოლანგიტით. დოზის გამოტოვება: მონაცემები არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები