იცით ციპრობას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციპრობაის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება. დიარეის შემთხვევაში საჭიროა ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა, რომელიც მოითხოვს ვანკომიცინით მკურნალობას. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა, ცახცახი. იშვიათია უძილობა, პერიფერიული პარალგეზია, ოფლიანობა, კრუნჩხვები, დეპრესია, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები, ფსიქოზური რეაქციები. გრძნობათა ორგანოების მხრივ: გემოს შეცვლა, მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში, სმენის დროებითი დაქვეითება. ზემგრძნობილობის რეაქციები: კანის მხრივ – ქავილი, გამონაყარი, ცხელება. იშვიათია სისხლჩაქცევები, სტივენს-ჯონსონის (ავთვისებიანი ერითემა) და ლაიელის სინდრომი. იშვიათად ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰეპატიტი ღვიძლის უკმარისობით. ანაფილაქსიისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულყრა, წამოხურება. სხვა გვერდითი მოვლენები: სახსრების შესივება, ტკივილი. კუნთების ტკივილი. სინათლისადმი ზემგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა. იშვიათად აღინიშნება აქილოტენდინიტი, რაც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია. ლაბორატორიულად, შესაძლოა ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ქოლესტაზური სიყვითლე, შარდოვანას, კრეატინინის, ბილირუბინის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები