იცით ციპროფლავს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციპროფლავის გვერდითი მოვლენებია: სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პრეპარატმა ციპროფლავი 0,3% შეიძლება გამოიწვიო არასასურველი ეფექტების განვითარება. შესაძლო გვერდითი ეფექტები: წვა, დისკომფორტი თვალებში, რაც ხასიათდება თვალში ქვიშის ან უცხო სხეულის შეგრძნებით; თეთრი კრისტალური პრეციპიტატის და (ან) იქტიოზური მდგომარეობის გამოვლენა, კონიუქტივის ჰიპერემია, ჩაწვეთებისთანავე არასასიამოვნო გემო პირში.  გამოვლენილია: რქოვანას ლაქების განვითარება, კერატოპათია და (ან) კერატიტი, ალერგიული რეაქციები, ქუთუთოების შეშუპება, ცრემლდენა, სინათლის შიში, პათოლოგიური ჩანართები რქოვანაში, ღებინება, მხედველობის დარღვევა. შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რქოვანას წყლულის მქონე პირებში პრეპარატის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანაზე თეთრი პრეციპიტატების განვითარება. მოცემული რეაქცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას პრეპარატის გამოყენებისათვის და არ მოქმედებს რქოვანას წყლულის მკურნალობის ეფექტზე. პრეციპიტატები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობიდან 1-7 დღის განმავლობაში და ქრება თერაპიის დასრულების შემდეგ. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, მოცემული რეაქცია შეიძლება გაგრძელდეს თერაპიის დასრულებიდან 13 დღის განმავლობაში. პრეპარატი ციპროფლავი 0,3% გამოყენების პერიოდში ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სხვა გვერდითი ეფექტები. მოცემულ ინსტრუქციაში მითითებული, ან სხვა ნებისმიერი არასასურველი ეფექტის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები