იცით ციტაჰექსალს რა უკუჩვენებები აქვს?

ციტაჰექსალის უკუჩვენებებია:: ციტალოპრამის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებით მკურნალობა (მაო-ს ინჰიბიტორები). შესაძლებელია სეროტონინის სინდრომის მსგავსი მდგომარეობის არსებობა. პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს, მათ შორის სელეგილინსაც, პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს. აპრეპარატის მიღება შეუქცევადი და შექცევადი მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში სასურველი არ არის. მაო-ს ინჰიბიტორების მიღება ნებადართულია ციტაჰექსალის მიღების შეწყვეტიდან 7 დღის შემდეგ. პრეპარატს  აქვს უკუჩვენებებია:  ლინეზოლიდთან ერთად მიღებისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაძლებელია არტერიულ წნევაზე საგულდაგულო დაკვირვება და კონტროლი. პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ გახანგრძლივებული QT  ინტერვალი, ან თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT ინტერვალის  სინდრომი. პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია ისეთ საშუალებებთან ერთად, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები