იცით ხარტანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ხარტანის გვერდითი მოვლენებია: ყველა პრეპარატის მსგავსად ხარტანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. გვერდითი ეფექტების გამოვლენისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება). პრეპარატების გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში; ხშირი: ვლინდება 100-დან 1-10 მომხმარებელში; არახშირი: ვლინდება 1000-დან 1-10 მომხმარებელში; იშვიათი: ვლინდება 10000-დან 1-10 მომხმარებელში; ძალიან იშვიათი: ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში; უცნობი სიხშირით: სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებიდან გამომდინარე. ხშირი: თავბრუსხვევა, დაბალი არტერიული წნევა, სისუსტე, დაღლილობა, სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა (ჰიპოგლიკემია), სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა (ჰიპერკალემია). არახშირი: ძილიანობა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევები, გახშირებული გულისცემა, სტენოკარდია, ჰიპოტენზია (გულის მწვავე უკმარისობის ან დიურეტიკების მაღალი დოზებით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში), დოზასთან დაკავშირებული ორთოსტატიური ეფექტები (ორთოსტატიული ჰიპოტენზია), ქოშინი (დისპნოე), მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, პირღებინება, ჭინჭრის გამონაყარი, ქავილი, გამონაყარი, ლოკალიზებული შესიება (შეშუპება). იშვიათი: სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი ჰენოხ-შონლეინის პურპურა), დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), გონების დაკარგვა (სინკოპე), ფიბრილაცია, ინსულტი, ჰეპატიტის, სისხლში ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება, ჩვეულებრივ გადის მკურნალობის შეწყვეტისთანავე უცნობი სიხშირით: ანემია, თრომბოციტოპენია, შაკიკი, ხველა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, კუნთების და სახსრების ტკივილი, თირკმლის ფუნქციის ცვლილებები (შეიძლება იყოს ცვალებადი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ), მათ შორის თირკმლის უკმარისობა, გრიპის მსგავსი სიმპტომები, სისხლში შარდოვანას დონის მომატება, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში შრატისმიერი კრეატინინისა და კალიუმის მომატება, ბავშვებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მოზრდილებში გამოვლენილი ეფექტების ანალოგიურია. რომელიმე გვერდითი ეფექტის გაუარესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები