იცით ჯენოდექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჯენოდექსის გვერდითი მოვლენებია: გლაუკომა მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმახვილისა და მხედველობის ველის შემცირება, უკანა კაფსულასქვეშა კატარაქტის წარმოქმნა, თვალის მეორადი ინფექცია, განპირობებული პათოგენური გამომწვევებით, Herpes simplex –ის ჩათვლით, გამოყოფილი თვალის ქსოვილიდან, თვალის კაკლის პერფორაცია. რქოვანას გათხელებისას დგება პერფორაციის საშიშროება. იშვიათად, ხანგრძლივი გამოყენებისას – თვალშიგა წნევის მომატება და კატარაქტის განვითარება. გლუკოკორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენებისას  კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია ბუშტუკების წარმოქმნა. გლუკოკორტიკოსტეროიდების ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია რქოვანას ვირუსული და სოკოვანი ინფექციების გამწვავება. შესაძლებელია ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები