იცით ჰეპარინს რა უკუჩვენებები აქვს?

ჰეპარინის უკუჩვენებებია: – ჰეპარინის მიმართ რეზისტენტობა: ჰეპარინის მიმართ რეაგირების ცვლილების ან მდგრადობის მქონე პაციენტებს შესაძლოა დაჭირდეთ ჰეპარინის შეუსაბამოდ მაღალი დოზების გამოყენება სასურველი ეფექტის მისაღწევად.  – ჰეპარინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ არსებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია. – დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ახალშობილებში და დღენაკლულ ბავშვებში. – პაციენტები, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიხმარენ ალკოჰოლს. – პაციენტები სისხლდენით, ჰემოფილიით, სისხლის შედედების სხვა დაავადებებით,  – ღვიძლის მძიმე დაზიანება (მათ შორის საყლაპავის ვარიკოზით მიმდინარე ციროზი)  – პურპურა,  – ძლიერი ჰიპერტენზია,  – აქტიური ტუბერკულოზი  – მომატებული კაპილარული გამტარობა.   – პაციენტები, თრომბოციტოპენიით და ანამნეზში მისი არსებობისას თრომბოციტოპენიის მომატებული რისკის გამო. – პაციენტები ჰეპარინით გამოწვეული კანის ნეკროზის იშვიათი შემთხვევებით, ჰეპარინის შემდგომი გამოყენება კანქვეშა და ინტრავენური გზით უკუნაჩვენებია.  – ოპერაციის შემდგომი სისხლდენების მომატებული რისკის მქონე პაციენტები, ჰეპარინის გამოყენება თავის ტვინის, ზურგის ტვინის ან თვალის ოპერაციის შემდეგ, ასევე სისხლდენის საშიშროების არსებობისას ლუმბალური პუნქციის, და რეგიონალური ანესთეზიის შემდეგ უკუნაჩვენებია. – პაციენტები სისხლდენების მიმართ მიდრეკილებით – პოტენციურად სისხლმდენი ადგილების (თიაქარი, კუჭის წყლული, ნეოპლაზმა, სისლხმდენი ბუასილი) არსებობისას, ბაქტერიული ენდოკარდიტის,  რეტინოპათიის, ქალაშიდა სისხლდენაზე ეჭვის არსებობის, თავის ტვინის თრომბოზის, მოსალოდნელი აბორტის შემთხვევაში საჭიროა ჰეპარინის რისკის და სარგებლის სათანადო შეფასება. მენსტრუაცია არ წარმოადგენს პოტენციურ უკუჩვენებებია:ს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები