იცით 5-ფტორურაცილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

5-ფტორურაცილის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტების სიხშირე კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100 – < 1/10), არც ისე ხშირად (≥ 1/1 000 – < 1/100), იშვიათად (≥ 1/10 000 – < 1/1 000). ძალიან იშვიათად (< 1/10 000), სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).  დარღვევები სისხლის მიმოქცევის და ლიმფური სისტემების მხრიდან ძალიან ხშირად: მიელოსუპრესია (დოზის შემზღუდავი გვერდითი ეფექტებისგან ერთ-ერთი), ნეიტროპენია და თრომბოციტოპენია (მსუბუქიდან მძიმე ფორმამდე), ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, სისხლდენა ცხვირიდან და პანციტოპენია. ლეიკოპენია უმეტესად გამოხატულია 9-14 დღეში პრეპარატის გამოყენების შემდეგ. როგორც წესი, 30 დღის შემდეგ ლეიკოციტების რაოდენობა ნორმალიზდება. მიელოსუპრესიის ხარისხი დამოკიდებულია შეყვანის წესზე (ი/ვ ნაკადური ინექცია ან ი/ვ უწყვეტი ინფუზია) და დოზაზე. ნეიტროპენიას აქვს ადგილი ინტრავენური ნაკადური ინექციიის ყოველი თერაპიული ციკლის შემდეგ ჩვეულებრივი დოზით (ნაიტროფილების შემცველობის მაქსიმალური შემცირება: მკურნალობის მე-9-დან მე-14-მე-20 დღემდე; ნორმალიზაცია, როგორც წესი, იწყება 30-ე დღიდან).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან ძალიან ხშირად: იმუნოსუპრესია ინფექციის განვითარების სიხშირის მომატებით. იშვიათად: შესაძლებელია გენერალიზებული ალერგიული რეაქციები ანაფილაქტიურ შოკამდე. დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრიდან სიხშირე უცნობია: შრატში საერთო თიროქსინის (T4) და საერთო ტრიიოდთირონინის (T3) შემცველობის მომატება თავისუფალი T4-ს და თთჰ-ს მომატების გარეშე და ჰიპერთირეოზის კლინიკური ნიშნების გარეშე. დარღვევები ნივთიერება ცვლის და კვების მხრიდან ძალიან ხშირად: ჰიპერურიკემია. დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან არც ისე ხშირად: ნისტაგმი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარკინსონიზმის სიმპტომები, კორტიკოსპინალური ნიშნები, ეიფორია, ძილიანობა. ძალიან  იშვიათად: (ლეიკო) ენცეფალოპათია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ატაქსია, მეტყველების დარღვევა, გონების არევ-დარევა, ორიენტაციის დარღვევა, მიასთენია, აფაზია, კრუნჩხვები ან კომა ფტორურაცილის მაღალი დოზების ინფუზიის შემდეგ ან დპდ-ს უკმარისობის მქონე პაციენტებში.

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან არც ისე ხშირად: გადაჭარბებული ცრემლდენა, მხედველობის არამკაფიოობა, თვალის მოძრაობის დარღვევები, მხედველობითი ნერვის ანთება, დიპლოპია, მხედველობის სიმახვილის შემცირება, სინათლის შიში, კონიუქტივიტი, ბლეფარიტი, ნაწიბურებით გამოწვეული ექტროპია, საცრემლე ჯირკვლების ფიბროზი. დარღვევები გულის მხრიდან ძალიან ხშირად: იშემიისთვის დამახასიათებელი ეკგ-ს ცვლილებები. ხშირად: ანგინოზური პექტორალგია. არც ისე ხშირად: არითმია, მიოკარდიუმის ინფარქტი, მიოკარდიუმის იშემია, მიოკარდიტი, გულის უკმარისობა, დილატაციური კარდიომიოპათია და კარდიოგენური შოკი. ძალიან იშვიათად: გულის გაჩერება და მოულოდნელი სიკვდილი გულის უკმარისობის შედეგად. კარდიოტოქსიკური გვერდითი ეფექტები ვითარდება ძირითადად შეყვანის პირველი ციკლის დროს ან რამოდენი საათში მას შემდეგ. პაციენტებში წინმსწრები გულის იშემიური დაავადებით ან კარდიომიოპათიით კარდიოტოქსიკური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი მომატებულია.

დარღვევები სისხლძარღვების მხრიდან არც ისე ხშირად: ჰიპოტენზია. იშვიათად: ცერებრალური, ნაწლავური და პერიფერიული იშემია, რეინოს სინდრომი, თრომბოემბოლია, თრომბოფლებიტი. დარღვევები სასუნთქი ორგანოების, გულმკერდის ღრუს და შუასაყრის მხრიდან ძალიან ხშირად: ბრონქოსპაზმი. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან ძალიან ხშირად: კუჭ-ნაწლავური ეფექტები (პოტენციურად სახიფათო სიცოცხლისთვის), როგორიცაა ლორწოვანი გარსის ანთებები (სტომატიტი, ფარინგიტი, ეზოფაგიტი, პროქტიტი), ანორექსია, სეროზული დიარეა, გულისრევა და ღებინება. არც ისე ხშირად: გაუწყლოება, სეპსისი, ასევე დაწყლულებები და სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, წყლულის პროგრესირება. გვერდითი ეფექტების ხარისხი (I-IV კიბოს გამოკვლევის აშშ-ს ეროვნული ინსტიტუტის ტოქსიკურობის საერთო კრიტერიუმების შეფასების შკალის მიხედვით,) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან დამოკიდებულია დოზასა და შეყვანის წესზე. უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის გზით შეყვანისას სტომატიტი, მიელოსუპრესიასთან შედარებით, უფრო სავარაუდო  დოზა-შემზღუდველ ეფექტს წარმოადგენს.

დარღვევები ღვიძლის და შარდგამოყოფი გზების მხრიდან არც ისე ხშირად: ღვიძლის უჯრედების დაზიანება. ძალიან იშვიათად: ღვიძლის ნეკროზები (ზოგჯერ სასიკვდილო გამოსავლით), ნაღვლის სკლეროზი, ქოლეცისტიტი. ცვლილებები კანის და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის მხრიდან ძალიან ხშირად: თმის ცვენა, ჭრილობების შენელებული შეხორცება, სინდრომი „მტევანი-ტერფი“, რომელიც ასოციირდება ხელის გულებზე და ფეხის ქუსლებზე შეწითლებასთან, შეშუპებასთან, ტკივილთან და კანის აქერცვლასთან. არც ისე ხშირად: ეგზანთემები, კანის ცვლილებები (კანის სიმშრალე, ეროზიები/ნახეთქები, ერითემა, ქავილი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი), დერმატიტი, ჭინჭრის ციება და სინათლის შიში, კანის ჰიპერპიგმენტაცია და განიზოლიანი ჰიპერპიგმენტაცია ან დეპიგმენტაცია ვენების მდებარეობოს ზონებში, ფრჩხილების ცვლილებები (მაგალითად, დიფუზური ზედაპირული ლურჯი პიგმებნტაცია, ჰიპერპიგმენტაცია, ონიქოდისტროფია, ფრჩხილის ფირფიტის  ტკივილი და გასქელება, პარონიქია) და ონიქოლიზისი. ე.წ. სინდრომი „მტევანი-ტერფი“, რომელიც ასოციირებულია ხელის გულებზე და ფეხის ქუსლებზე შეწითლებასთან, შეშუპებასთან, ტკივილთან და კანის აქერცვლასთან უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ ვითარდება ძალიან ხშირად, ხოლო ინტრავენური ნაკადური ინექციის შემდეგ – ხშირად. დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრიდან არც ისე ხშირად: სპერმატოგენეზის და ოვულაციის დარღვევები. საერთო აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას ძალიან ხშირად: გამოფიტვა, საერთო ასთენია, მომატებული დაღლილობა და მოტივაციის შემცირება, ციებ-ცხელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები