კავინტონი / CAVINTON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კავინტონი – ორსულობა, ლაქტაცია. ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. პრეპარატის გამოყენება ბავშვებში წინააღმდეგნაჩვენებია (შესაბამისი კლინიკური კვლევების მონაცემების არარსებობის გამო).  ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ვინპოცეტინის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია. ორსულობა: ვინპოცეტინი გადის პლაცენტაში, მაგრამ პლაცენტასა და ნაყოფის სისხლში ვლინდება შედარებით დაბალი კონცენტრაციით, ვიდრე დედის სისხლში. ტერატოგენული ან ემბრიოტოქსიური ეფექტი არ აღნიშნულა. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ვინპოცეტინის მაღალი დოზების შეყვანას ზოგიერთ შემთხვევაში თან ახლდა პლაცენტარული სისხლდენა და აბორტი, უპირატესად პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის გაძლიერების შედეგად. ლაქტაცია: ვინპოცეტინი გამოიყოფა ქალის რძეში. კვლევებში მონიშნული ვინპოცეტინით ქალის რძის რადიოაქტიურობა იყო ათჯერ უფრო მაღალი, ვიდრე დედის სისხლში. 1 საათის განმავლობაში რძით გამოყოფილი რაოდენობა, შეადგენს პრეპარატის შეყვანილი დოზის 0,25 პროცენტს. რადგან ვინპოცეტინი გამოიყოფა დედის რძით, ხოლო ახალშობილის ორგანიზმზე ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არის, ძუძუთი კვების პერიოდში ვინპოცეტინის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი