კლექსიპარინი / KLEXIPARIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კლექსიპარინი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი დოზებისთვისთვის: 2000 ანტი-Ха სე/0.2 მლ, ეკვივალენტური 20 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის; 4000 ანტი-Ха სე/0.4 მლ, ეკვივალენტური 40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის; ორსულობა. I ტრიმესტრში პროფილაქტიკური მკურნალობა. ორსულობის I ტრიმესტრში ენოქსაპარინის პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებისას, მისი ტერატოგენული და ფეტოტოქსიკური ეფექტების შესაფასებლად არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები. ამიტომ ორსულობის I ტრიმესტრში სასურველია ენოქსაპარინი არ დაინიშნოს პროფილაქტიკის მიზნით. ეპიდურული ანესთეზიის დაგეგმვის შემთხვევაში, ჰეპარინით პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა შეწყდეს ანესთეზიამდე არაუგვიანეს 12 საათისა. II და III ტრიმესტრში პროფილაქტიკური მკურნალობა. არსებული შეზღუდული კლინიკური მონაცემების საფუძველზე, ენოქსაპარინის პროფილაქტიკის მიზნით II და III ტრიმესტრში გამოყენებისას ცნობილი არ არის ტერატოგენული და ფეტოტოქსიკური ეფექტები. თუმცა დამაჯერობლობისთვის აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება. ამიტომ II და III ტრიმესტრში ენოქსაპარინის პროფილაქტიკის მიზნით დანიშვნა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განიხილონ. ეპიდურული ანესთეზიის დაგეგმვის შემთხვევაში, ჰეპარინით პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა შეწყდეს ანესთეზიამდე არაუგვიანეს 12 საათისა. დოზებისთვისთვის: 6000 ანტი-Ха სე/0.6 მლ, ეკვივალენტური 60 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის; 8000 ანტი-Ха სე/0.8 მლ, ეკვივალენტური 80 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის; არსებული კლინიკური მონაცემები საშუალებას არ იძლევა დადგინდეს, ორსულობის პერიოდში ენოქსაპარინის სამკურნალო დოზებით გამოყენებისას, განვითარების მანკებისა და ფეტოტოქსიკურობის გამოწვევის უნარი. ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით, ორსულობის დროს ენოქსაპარინის სამკურნალო დოზების გამოყენება არ არის რეკომენდებული. სპინალური და ეპიდურული ანესთეზია აკრძალულია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დაბალმოლეკულური ჰეპარინით.     ძუძუთი კვება. ვინაიდან ახალშობილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რძით მოხვედრილი ენოქსაპარინის აბსორბცია შეუძლებელია, მეძუძური დედების ენოქსაპარინით მკურნალობა უკუნაჩვენები არ არის.   ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოსატრანსპორტო და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე. თუმცა გასათვალისწინებელია მოსალოდნელი გვერდითი რექციების გამოვლენა (იხ. “გვერდითი მოვლენები”).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი