კორიპრენი / CORIPREN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კორიპრენი –  არ მიიღება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. ამფ ინჰიბიტორების (ენალაპრილის) გამოყენება რეკომენდირებული არ არის ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში. ამფ ინჰიბიტორების (ენალაპრილი) მიღება უკუნაჩვენებია მეორე და მესამე ტრიმესტრში. ეპიდემიოლოგიური კვლევებით არ არის დამტკიცებული ტერატოგენული ეფექტის რისკი ამფ ინჰიბიტორების მიღებისას პირველ ტრიმესტრში, თუმცა ამგვარი რისკის მინიმალური შესაძლებლობა გამორიცხული არ არის. პაციენტი ქალბატონები, რომლებსაც უტარდებათ თერაპია ამფ ინჰიბიტორებით, ორსულობის დაგეგმვისას უნდა გადავიდნენ ჰიპოტენზიური მკურნალობის ალტერნატიულ სქემაზე, რომელსაც ექნება უსაფრთხოების მაღალი პროფილი. დაფეხმძიმების შემთხვევაში ამფ ინჰიბიტორებით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და შეიცვალოს უსაფრთხო პრეპარატებით. ცნობილია, რომ მეორე და მესამე სემესტრში ამფ ინჰიბიტორებმა შესაძლებელია გამოვლინონ ფეტოტოქსიკური თვისებები (თირკმელების გამომყოფი ფუნქციის დაქვეითება, სიმშრალე, თავის ქალის ძვლების ოსიფიკაციის შეფერხება) და ტოქსიკური ზეგავლენა იქონიონ ახალშობილზე (თირკმლის უკმარისობა, ჰიპორტენზია, ჰიპერკალიემია) თუკი ამფ ინჰიბიტორების მიღება დაწყებული ფეხმძიმობის მეორე ტრიმესტრში, აუცილებელია ულტრაბგერითი გამოკვლევა თირკმლების ფუნქციის შესამოწმებლად და თავის ქალის მდგომარეობის დასადგენად. ჩვილები, რომელთა დედებიც იღებდნენ ამფ ინჰიბიტორებს, გულდასმით უნდა იყვნენ გამოკვლეულნი იმასთან დაკავშირებით, უვლინდებათ თუ არა მათ ჰიპოტენზია ენალაპრილი კარგად აღწევს პლაცენტაში, თუმცა წარმატებით შეიძლება მისი ნაყოფის სისხლ-ძარღვებიდან გამოდევნა პერიტონეალური დიალიზის გზით. თეორიულად მისი ელიმინირება შესაძლებელია სისხლის გაცვლითი გადასხმით. ლერკანიდიპინი: ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინეს ლერკანიდიპინის ტერატოგენული ეფექტები, თუმცა ამგვარი რამ შეინიშნებოდა სხვა დიჰიდროპირიდინების მიღების დროს. ფეხმძიმეებში ლერკანიდიპინის გამოყენების დროს სხვა მონაცემები არ არსებობს, ამიტომ არ არის რეკომენდირებული მისი მიღება ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის პერიოდში. ენალაპრინისა და ლერკანიდიპინის კომბინაცია: ზანიპრესის მიღება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში რეკომენდირებული არ არის, ხოლო დაწყებული მეორე ტრიმესტრიდან უკუნაჩვენებია. ლაქტაცია: ენალაპრინი და ენალაპრინატი დედის რძეში აღწევენ. დედის რძესთან ლერკანიდიპინის ექსკრეციის შესაძლებლობის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ზანიპრესის მიღება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდირებული არ არის. ფერტილობა: არსებობს შეტყობინება სპერმატოზოიდების თაგვებში შექცევადი ბიოქიმიური ცვლილებების შესახებ, რომლებმაც შესაძლებელია დაარღვიონ მათი განაყოფიერების უნარიანობა კალციუმის არხების ბლოკატორების გამო. აშკარა მიზეზების გარეშე, ეკოსტრაკოპორალური განაყოფიერების უშედეგო შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კალციუმის არხების ბლოკატორების აღწერილი ეფექტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი