კო-დიოვანი ® – CO-DIOVAN ® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კო-დიოვანი ® –  ანგიოტენზინ II ანტაგონისტების მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით, არ გამოირიცხება რისკი ნაყოფისათვის. ცნობილია, რომ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების მოქმედება საშვილოსნოზე, მათი მიღებისას ორსულობის II და III ტრიმესტრში, იწვევს ნაყოფის დაზიანებას ან სიკვდილს. თიაზიდური დიურეზულის შეყვანა საშვილოსნოს ღრუში იწვევს თრომბოციტოპენიის განვითარებას ნაყოფში ან ნეონატალურ პერიოდში, ასევე სხვა არასასურველი მოვლენების განვითარებას, რომლებიც აღენიშნებათ შემდგომში მოზრდილებს. არსებობს ცნობები თვითნებური აბორტის, წყალმცირობის და ახალშობილებში თირკმლის დისფუნქციის შესახებ, როდესაც ორსულმა ქალებმა შემთხვევით მიიღეს ვალსარტანი, ამიტომ კო-დიოვანი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატი, რომელიც უშუალოდ გავლენას ახდენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემაზე არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში. თუკი ორსულობა გამომჟღავნდა კო-დიოვანით მკურნალობის პერიოდში, საჭიროა პრეპარატის სასწრაფოდ მოხსნა. * ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ვალსარტანი დედის რძეში. ჰიდროქლორთიაზიდი აღწევს პლაცენტაში, ასევე გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ რეკომენდებული არ არის კო-დიოვანის გამოყენება მეძუძურ დედებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი