ლექსოტანილი – LEXOTANIL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლექსოტანილი –  პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი, რის გამოც ბრომაზეპამის მიღება ამ დროს ნებადართული არ არის. გამოკვლევებით დადგენილია, რომ მცირე ტრანკვილიზატორები (დიაზეპამი, მეპრობამატი და ქლორდიაზეპოქსიდი) ზრდიან ახალშობილთა არასწორად განვითარების რისკს. ორსულობის დროს საჭიროა ბრომაზეპამის მიღებისაგან თავის შეკავება, სანამ არსებობს შედარებით უფრო უსაფრთხო პრეპარატის გამოყენების საშუალება. რეპროდუქციის ასაკში მყოფ ქალებში პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია მათი ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის მოხსნის შესახებ ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში ან მასზე ეჭვის დროს. ბრომაზეპამის დანიშვნა ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ან მშობიარობის დროს ნებადართულია მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებების მიხედვით, რადგან პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე იგი იწვევს ახალშობილთა ჰიპოთერმიას, არტერიულ ჰიპოტენზიას და სუნთქვის ზომიერ დათრგუნვას. ახალშობილებში, რომელთა მშობლებიც ორსულობის ბოლო თვეებში სისტემატურად იღებდნენ ბენზოდიაზეპინებს, ადგილი აქვს ფიზიკური წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარებას, ხოლო მოხსნის ფენომენის სიმპტომების განვითარების რისკი პოსტნატალურ პერიოდში იზრდება. რადგან ბენზოდიაზეპინები გადადიან დედის რძეში, ამიტომ ლესოტანის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში ნებადართული არ არის. სედაცია, ამნეზია და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციის დარღვევა უარყოფითად მოქმედებს ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას. აღნიშნული ეფექტი ძლიერდება ალკოჰოლის მიღებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი