ნიმესილი / Nimesil ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნიმესილი – ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი და ფერტილობა ამ შემთხვევაში ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობა ნიმესილის® მიღება შესაძლებელია მხოლოდ ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექიმის კონსულტაციით. ნიმესილის® მიღება ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში არ არის სასურველი დედისთვის და ბავშვისთვის მომატებული  რისკის  გამო (ის.   პარაგრაფი  ~პრეპარატი  ნიმესილის® გამოყენების უკუჩვენება~). ფერტილობა ნიმესულიდს შეუძლია გაართულოს ჩასახვა. აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას ან გაქვთ ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები. ძუძუთი კვება ნიმესილის® მიღება ძუძუთი კვების პერიოდში არ შეიძლება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი