რაზილესი – RASILEZ ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რაზილესი –  ალისკირენს არ გამოუვლენია ტერატოგენული თვისებები ცხოველებთან ჩატარებულ სტანდარტულ ტესტებში; ასევე არ დაფიქსირებულა მკურნალობასთან დაკავშირებული ეფექტები ვირთაგვების პრენატალური განვითარების კვლევებში. ამასთან, სხვა ნივთიერებებს, რომლებიც მოქმედებენ პირდაპირ რენინგ-ანგიოტენზინ სისტემაზე, უკავშირდება ნაყოფის სერიოზული მანკები და ახალშობილის სიკვდილანობა. ვინაიდან სპეციალური კლინიკური გამოკვლევები ამ მიმართებით არ ჩატარებულა, ალისკირენის მიღება რეკომენდებული არ არის როგორც ორსულობის პერიოდში, ასევე იმ ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას. ამიტომ ექიმმა, რომელიც ნიშნავს რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედ პრეპარატს, აუცილებლად უნდა გააფრთხილოს პაციენტი ქალი ორსულობის პერიოდისათვის ამ პრეპარატის პოტენციური რისკის შესახებ. ორსულობის დადგენის შემთხვევაში, რაზილესით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. დადგენილი არ არის გამოიყოფა თუ არა ალისკირენი დედის რძეში. ალისკირენი გამოიყოფა ვირთაგვების რძეში ლაქტაციის პერიოდში. ახალშობილზე შესაძლო პოტენციური გვერდითი რეაქციის გამო, დგება საკითხი პრეპარატის მოხსნის, ან ბუნებრივი კვების შეწყვეტის შესახებ,დედისათვის რაზილესის მიღების მნიშვნელობიდან გამომდინარე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი