რა დროს გამოიყენება ათეროქსი?

ათეროქსის გამოყენების ჩვენებებია: კომბინაციაში დიეტასთან მომატებული საერთო ქოლესტერინის, ქოლესტერინი/LDL, აპოლიპოპროტეინი B და ტრიგლიცერიდების დონის დასაკლებლად, ასევე HDL ქოლესტერინის დონის ასამაღლებლად პირველადი ჰიპერქოლისტერინემიის, ოჯახური და არაოჯახური ჰეტეროზიგოტული ჰიპერქოლესტერინემიის და კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიის მქონე პაციენტებში(ტიპიIIა და ტიპიIIბ-ფრედრიქსონის მიხედვით). გამოიყენება დიეტასთან კომბინაციაში მომატებული შრატისმიერი ტრიგლიცერიდების(ტიპიIV-ფრედრიქსონის მიხედვით) დონის მქონე პაციენტების სამკურნალოდ და დისბეტალიპოპროტეინემიის(ტიპიIII) მქონე პაციენტებში, ვისთვისაც დიეტოთერაპია ადექვატურ შედეგს არ იძლევა. გამოიყენება საერთო ქოლესტერინის და ქოლესტერინი/LDL დონის დასაწევად ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტოთერაპია და სხვა არაფარმაკოლოგიური სამკურნალო მეთოდები არაეფექტურია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი