რა დროს გამოიყენება ალმაგელი A?

ალმაგელი A გამოყენების ჩვენებებია: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში; მწვავე ჰიპერაციდული გასტრიტი; ქრონიკული გასტრიტი გამწვავების ფაზაში კუჭის ნორმალური და მომატებული სეკრეტორული ფუნქციით; ეზოფაგიტი; მწვავე დუოდენიტი; საკვებით გამაწვეული ინტოქსიკაცია; მეტეორიზმი; საყლაპავის თიაქარი; დიეტის ან ალკოჰოლის, ნიკოტინის, ყავის სამკურნალო საშუალებების ჭარბი დოზის მიღებით გამოწვეული ტკივილი ეპიგასტრალურ მიდამოში ან დისკომფორტი; არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ან გლუკოკორტიკოიდული საშუალებების ხანგრძლივად გამოყენების შედეგად განვითარებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი