რა დროს გამოიყენება ამოქსიკლავი?

ამოქსიკლავის გამოყენების ჩვენებებია: ამოქსიკლავი ნაჩვენებია მოზრდილებში და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: • მძიმე ოტოლარინგოლოგიური ინფექციები (ისეთები, როგორებიცაა მასტოიდიტი, პერიტონზილური აბსცესი, ეპიგლოტიტი, სინუსიტი დაავადებების სისტემური გამოვლინებების მძიმე ნიშნების არსებობისას);  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (სათანადო წესით დიაგნოსტირებული);  • საავადმყოფოს გარე პნევმონია; • ცისტიტი; • პიელონეფრიტი; • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, კერძოდ, კანქვეშა-ცხიმოვანი უჯრედისის ანთება, ჭრილობების ცხოველების ნაკბენებისგან, კბილის მძიმე აბსცესები გავრცელებული ფლეგმონით; • ძვლებისა და სახსრების ინფექციები, კერძოდ, ოსტეომიელიტი; • ინტრააბდომინალური ინფექციები;  • ქალებში სასქესო ორგანოების ინფექციები. მოზრდილ პირებში ფართო ქირურგიულ ჩარევებთან დაკავშირებული ინფექციების პროფილაქტიკა, შემდეგ მიდამოებში ოპერაციების ჩათვლით: • კუჭ-ნაწლავის ტრაქტი; • მენჯის ღრუ; • თავი და კისერი; • სანაღვლე გზები. საჭიროა ანტიბაქტერიული პრეპარატების სათანადო გამოყენების ოფიციალური სახელმძღვანელოების გათვალისწინება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი