რა დროს გამოიყენება ანდროკური?

ანდროკურის გამოყენების ჩვენებებია: მამაკაცებში – წინამდებარე ჯირკვლის მეტასტაზირებული ან არაოპერაბილური კიბო (ორქიექტომიამდე ან მის შემდეგ), ჰიპერსექსუალობა. ქალებში – ანდროგენიზაცია (მათ შორის მძიმე ჰირსუტიზმი, მძიმე ანდროგენოდამოკიდებული ალოპეცია, აკნეს და სებორეას მძიმე ფორმა). ბავშვებში – იდიოპათიური ადრეული სქესობრივი მომწიფება. უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის სიმსივნე (თუ აღნიშნულები გამოწვეული არ არის წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის მეტასტაზებით), დუბინ-ჯონსონის და როტორის სინდრომები (მემკვიდრეობითი კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემია). დეპრესია (მძიმე ფორმა), თრომბოემბოლია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. სიფრთხილით: შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებით, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, თრომბოემბოლია (ანამნეზში), მოზარდთა ასაკი (მომწიფების პერიოდის დამთავრებამდე), ორსულთა ჰერპესი (ანამნეზში), ორსულებში იდიოპათიური სიყვითლე (ანამნეზში), კახექსია (თუ ის დაკავშირებული არ არის წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნესთან).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი