რა დროს გამოიყენება ატორისი?

ატორისის გამოყენების ჩვენებებია: გამოყენების ჩვენება ჰიპერქოლესტეროლემია ატორვასტატინი ინიშნება როგორც დიეტის დამატება პაციენტების სამკურნალოდ საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის, ალიპოპროტეინ B-ს და ტრიგლიცერიდების   მომატებული დონით, ასევე მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონის მოსამატებლად ავადმყოფებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (მემკვიდრეობითი ჰეტეროზიგოტული და არამემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიით), კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიით (ფრედრიქსონის IIა და IIბ ტიპი),    იმ შემთხვევებში, როდესაც დიეტა არ ახდენს საკმარის ეფექტს.  ატორვასტატინი ასევე ნაჩვენებია საერთო ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქილესტერინის დონის შესამცირებლად პაციენტებში ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიით იმ შემთხვევებში, როდესაც არ არის საკმარისი რეაქცია დიეტაზე ან სხვა არაწამლისმიერ ღონისძიებაზე.  გულ-სისხლძარღვთა გართულებების პროფილაქტიკა პაციენტებისათვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კლინიკური ნიშნების გარეშე, დისლიპიდემიით ან მის გარეშე, მაგრამ გულის იშემიური დაავადების რისკის მრავალი ფაქტორებით, როგორიცაა მოწევა, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაბალი ქოლესტერინი ან გულის ადრეული იშემიური დაავადებით ანამნეზში, ნაჩვენებია ატორვასტატინის გამოყენება: • სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად გულის იშემიური დაავადების და მიოკარდის არაფატალური ინფარქტის დროს; • ინსულტის განვითარების რისკის შესამცირებლად; • რევასკულარიზაციის ოპერაციის ჩატარების რისკის და სტენოკარდიის განვითარების რისკის შესამცირებლად; • გულის ქრონიკულ უკმარისობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის რისკის შესამცირებლად; • სტენოკარდიის განვითარების რისკის შესამცირებლად. გამოყენება ბავშვებში (პაციენტები 10-17 წლის ასაკში) ატორვასტატინი ნაჩვენებია დიეტის დამატების სახით საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის, ალიპოპროტეინ B-ს დონის შესამცირებლად გოგონებში მენარქეს შემდეგ და ყმაწვილებში 10-17 წლის ასაკში ჰეტეროზიგოტული მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიით ანამნეზში, თუ შესაბამისი სასინჯი სამკურნალო დიეტის შემდეგ სახეზეა შემდეგი მაჩვენებლები: ა) დაბალის სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონე რჩება >190 მგ/დლ ან ბ) დაბალის სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონე რჩება >160 მგ/დლ და ამასთან: • არსებობს მემკვიდრეობითი გამწყობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ადრეული განვითარებისადმი ან • ამ მომენტისათვის ბავშვებს გააჩნიათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის 2 ან მეტი სხვა ფაქტორი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი