რა დროს გამოიყენება ბეტროპილი?

ბეტროპილის გამოყენების ჩვენებებია: ბეტროპილი გამოიყენება სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, როგორც მონოთერაპიის სახით, ისე კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან. – ნევროლოგიური და ფსიქიატრიული პათოლოგიების სხვადასხვა ფორმები, რომლებსაც თან ახლავს კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების დარღვევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევები; – თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდგომ აღდგენითი პერიოდი; – თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებები (ქალა-ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმა, თავისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა); – ქრონიკული ცერებროვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპათია); – ბავშვებში გონებრივი განვითარების შეფერხება; დარღვევები, რომლებიც ბავშვებში ყურადღების დეფიციტთანაა დაკავშირებული; – სხვადასხვა გენეზის დემენციის სინდრომი (ალცჰეიმერის დაავადება), ანტიდეპრესანტების მიმართ რეზისტენტული ენდოგენური დეპრესია; – პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები; – ნევროლოგიური სინდრომები გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს, გადატანილი ინფექციების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. – პრეპარატ ბეტროპილის ჩართვა ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების მქონე ავადმყოფების კომპლექსურ თერაპიაში ამცირებს ინსულტის კლინიკური გამოვლინებების გამოხატულებას და აუმჯობესებს რეკონვალესცენციის პერიოდის მიმდინარეობას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი