რა დროს გამოიყენება ბე-ვიტა?

ბე-ვიტას გამოყენების ჩვენებებია: • B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი; • არასრულფასოვანი და დაუბალანსებელი კვება (მათ შორის, პარენტერალური); • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: ანგულარული სტომატიტი, ჰეილოზი, გლოსიტი, ჰიპო – და ანაციდური გასტრიტი, გასტრექტომია, ნაწლავის ატონია, ენტერიტიტი, ენტეროკოლიტი, კოლიტი, გლუტენური ენტეროპათია, მალაბსორბციის სინდრომი, კრონის დაავადება, ჰეპატობილიარული ტრაქტის დაავადებები (მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ობსტრუქციული სიყვითლე, ციროზი, მათ შორის, ალკოჰოლური), დისბაქტერიოზი, დიარეა; • ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები: ნევრალგია, ნევრიტები (მათ შორის, შაქრიანი დიაბეტის ფონზე), რადიკულიტი, პერიფერიული პარეზი ან დამბლა, ნევროპათია; • გრძნობათა ორგანოების დაავადებები: კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, ფოტოფობია, რქოვანას ვასკულარიზაცია, ჰემერალოპია; • კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები: დერმატოზი, დერმატიტი, ეგზემა, ლიქენი, ფსორიაზი (მათ შორის, ატოპიური და სებორეული), ექსუდაციური დიათეზი, დამწვრობა; • სისხლის დაავადებები: ჰიპოქრომული და მიკროციტული ანემია; • ენდოკრინული დაავადებები: თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი; • ქრონიკული ინფექციური დაავადებები, ჰერპესული ინფექციები (Varicella zoster, Herpes simplex); • ზოგადი სისუსტე, დაქანცულობა, ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობა, ხანგრძლივი ციება, გამოჯანმრთელების პერიოდი, ინტენსიური ზრდის პერიოდი, ჰემოდიალიზი; • ორსულობა, ჰესტოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი