რა დროს გამოიყენება ბე ვი კომი?

ბე ვი კომის გამოყენების ჩვენებებია: ბე-ვი-კომი შექმნილია ისეთი პაციენტებისათვის, რომლებიც  საჭიროებენ ძლიერ და სწრაფად მოქმედ ვიტამინებს. ბე-ვი-კომი ნაჩვენებია ისეთი მდგომარეობებისას, რომლის დროსაც მომატებულია მოთხოვნილება წყალში ხსნად B-ვიტამინების კომპლექსზე. ასეთი მდგომარეობებია ორსულობა და ლაქტაცია, B ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, როგორიცაა ბერი-ბერი, სებორეული ეგზემა, გლოსიტი, სტომატიტი, მადის დაქვეითება და კუჭ-ნაწლავური დარღვევები, რომლებიც აფერხებენ წყალში ხსნადი ვიტამინების შეთვისებას ან შეწოვას. გარდა ამისა, სასარგებლოა პაციენტებში კვების მართვისას მნიშვნელოვანი ოპერაციების შემდგომ გახანგრძლივებული გამოჯანმრთელენის პერიოდში. ნაჩვენებია სტრესული მდგომარეობებისას, ანტიბიოტიკებითა და დიურეზულებით ხანგრძლივი მკურნალობისას, ოპერაციამდელ და ოპერაციის შემდგომ პერიოდში, დიაბეტის დროს, ისეთი დაავადებებისას, რომელთა შედეგადაც აღინიშნება ორგანიზმის დასუსტება, მაღალი კატაბოლური დანაკარგის დროს, როგორიცაა მოტეხილობები, მწვავე ინფექციები და დამწვრობები და ზოგიერთი ფიზიოლოგიური დარღვევების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი