რა დროს გამოიყენება ბიკომპლექსი?

ბიკომპლექსის გამოყენების ჩვენებებია: • B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა • არასაკმარისი ან არაბალანსირებული კვება და დიეტა • B ჯგუფის ვიტამინებისადმი გაზრდილი მოთხოვნა  პედიატრია:  ანემიური მდგომარეობის დროს, განსაკუთრებით თუ ანემია გამოწვეულია ანორექსიითა და გადაჭარბებული სიმაღლეში ზრდით. ბიკომპლექსი უზრუნველყოფს ბავშვის სწორ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, ბავშვის ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების ზრდას.  ნევროლოგია: • სტრესული, ასთენიური და ნევროზული მდგომარეობები • “ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი” • ‘მენეჯერის სინდრომი’ (მუდმივი გონებრივი გადაძაბვა) • ნეიროპათია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.), • ოსტეოქონდროზის ნევროლოგიური გამოვლინები: რადიკულოპატია, ლუმბოიშალგია • სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინევრიტი; ნევრიტი, განგლიონიტი, ნევრალგია, მიალგია   ინფექციური დაავადებები: • დამატებითი თერაპია ტოქსიკო-ინფექციურ მდგომარეობის დროს • ანტიბიოტიკოთერაპიით განპირიბებული ჰიპოვიტამინოზი • ჰეპატიტი და ღვიძლის ფუნქციური უკამარისობა • სომატური და ინფექციური დაავადებების შემდგომი, გამოჯანმრთელების პერიოდი  გინეკოლოგია:  ორსულობის პერიოდი, მშობიარობის შემდგომი და ლაქტაციის პერიოდი.  დერმატოლოგია:  სხვადასხვა ეტიოლოგიის დერმატიტები და დერმატოზები  სტომატოლოგია:  პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი