რა დროს გამოიყენება ბიოტუმი?

ბიოტუმის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებადი დაავადებები: სასუნთი გზების მძიმე ინფექციები, მათ შორის პნევმონია, გამოწვეული: Pseudomonas spp., Pseudomonas aeruginosa-ს ჩათვლით; Haemophilus influenza (ამპიცილინ-გამძლე შტამების ჩათვლით); Klebsiella spp., Entrobacter spp., Proteus mirabilis; Escherichia coli; Serratia spp., Citrobacter spp. სასუნთქი გზების ინფექციები ფიბროზით დაავადებულ პაციენტებში. კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, გამოწვეული: Pseudomonas aeruginosa; Klebsiella spp., Escherichia coli; Proteus spp (Proteus mirabilis-ის ჩათვლით და Proteus-ის ინდოლ-დადებითი შტამები); Enterobacter spp.; Serratia spp. საშარდე გზების გართულებული და გაურთულებელი ინფექციები, მათ შორის პროსტატიტი, გამოწვეული: Pseudomonas aeruginisa; Enterobacter spp.; Proteus spp. (Proteus mirabilis-ის ჩათვლით და Proteus – ის ინდოლ-დადებითი შტამები); Klebsiella spp. და Escherichia coli. სეფსისი, გამოწვეული: Pseudomonas aeruginisa; Klebsiella spp; Haemophilus influenzae; Escherichia coli; Serratia spp. ძვლისა და სახსრების ინფექციები, გამოწვეული: Pseudomonas aeruginisa; Klebsiella spp; Enterobacter spp. გინეკოლოგიური ინფექციები, მათ შორის ენდომეტრიტი, მენჯის ცელულიტი და ქალის სასქესო ორგანოების სხვა ინფექციები, გამოწვეული; Escherichia coli – ით. მუცლის ღრუს ინფექციები, მათ შორის პერიტონიტი, გამოწვეული:  Escheruchia coli; Klebsiella spp.   და აერობული და ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული შერეული ინფექციები, აგრეთვე Bacteroides spp. (Bacteriodes fragilis-ის გარდა). ცნს-ის ინფექციები, მათ შორის მენინგიტი, გამოწვეული; Haemophilus influenzae; Neisseria meningitidis და Pseudomonas aeruginosa-თი. ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები, აგრეთვე ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი, რომელიც შედარებით ხშირად გამოწვეულია Pseudomonas aeruginosa – თი, ინფექციები შესუსტებული იმუნიტეტის მქონე ავადმყოფებში, განსაკუთრებით კიბოთი დაავადებულ ავადმყოფებში. უცნობი ეტიოლოგიის ცხელება ავადმყოფებში ნეიტროპენის დროს. ინფიცირებული ჭრილობები (მათ შორის ინფიცირებული დამწვრობები). შენიშვნა: ცეფტაზიდიმი არაეფექტურია გრამუარყოფითი მიკროორგანიმზების შტამების მიმართ, რომლებიც გამოიმუშავებენ ფართო სპექტრის β-ლაქტამაზებს (ESBL) ცეფტაზიდიმი, სხვა ცეფალოსპორინებისაგან განსხვავებით ხასიათდება დაბალი აქტივობით სტრეპტოკოკებისა და ენტეროკოკების მიმართ. მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების დროს, აგრეთვე იმუნოდეფიციტის შემთხვევაში, ცეფტაზიდიმის გამოყენება შესაძლებელია სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი