რა დროს გამოიყენება ბიოფუროქსიმი?

ბიოფუროქსიმის გამოყენების ჩვენებებია: სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის პნევმონიები, რომლებიც გამოწვეულია Streptococcus pheumoniae (პენიცილინის მიმართ მდგრადი შტამების გარდა), Klebsiella spp., Staphylococcus aureus (მათ შორის პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამები), Streptococcus pyogenes и Escherichia coli. კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამები), Streptococcus pyogenes, Escherichia coli, Klebsiella spp., Enterobacter spp. სეფსისი/ბაქტერიემია, რომელიც გამოწვეულია Streptococcus рnеumоniае (გარდა პენიცილინის მიმართ მდგრადი შტამებისა), Escherichia coli, Haemophilus influenzae (ამპიცილინის მიმართ მდგრადი შტამები) და Klebsiella spp. გონორეა და გინეკოლოგიური ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია Neisseria gonorrhoeae (მათ შორის პენიცილინაზას მაპროდუცირებელი ელემენტები). ოსტეოარტიკულური ინფექციები. მათ შორის გამოწვეული Staphylococcus aureus (მათ შორის პენიცილინაზას მაპროდუცირებელი ელემენტები). სხვა ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ცუფუროქსიმის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით. ინფექციის პროფილაქტიკა პოსტოპერაციულ პერიოდში.  ცერებრო სპინალური მენინგიტი, რომელიც გამოწვეულია Streptococcus рnеumоniае, Haemophilus influenzae (მათ შორის ამპიცილინის მიმართ მდგრადი ელემენტები), Neisseria meningitidis и Staphylococcus aureus. არ არის რეკომენდებული ცეფუროქსიმის გამოყენება მენინგიტის ემპირიული მკურნალობისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი