რა დროს გამოიყენება ბიფლაზიმი?

ბიფლაზიმის გამოყენების ჩვენებებია:  ჩვენებები: ანთება და მისი თანმხლები ტკივილი წარმოშობისა და ლოკალიზების მიუხედავად, განსაკუთრებით: ტრავმატოლოგიასა და ქირურგიაში: პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპებისა და ჰემატომების მკურნალობა და პტოფილაქტიკა. დაჭიმულობები, ჰემატომები, მოტეხილობებისა და პოსტოპერაციული შეშუპებების შედეგები. ლორ პრაქტიკაში: ფარინგიტები, ლარინგიტები, სინუსიტები, ოტიტები, ევსტაქიტები. ოფთალმოლოგიაში: თვალის ტრავმები, ოპერაციის შემდგომი სისხლჩაქცევები მინისებურ სხეულში. პულმონოლოგიაში: ბრონქფილტვის ტრაქტის ანთება და ტრაქეობრონქიტები. სტომატოლოგიაში: კბილის ამოღება, პერიოდონტიტი და ღრძილების ანთება, სტომატოლოგიური და ყბა-სახის ოპერაციები. გინეკოლოგიაში: მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები, პერინეალური შეშუპება, მასტიტები. ბიფლაზიმი® ასევე აუმჯობესებს ანტიბიოტიკების დიფუზიას ანთებით ქსოვილებში, განსაკუთრებით ლორ-ორგანოებში, ბრონქ–ფილტვის ტრაქტში და პირის ღრუში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი