რა დროს გამოიყენება გალვუსმეტ?

გალვუსმეტ გამოყენების ჩვენებებია: II ტიპის შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის (T2DM): გალვუსი მეტ ინიშნება დამხმარე საშუალებად დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების დროს, გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად პაციენტებში, რომელთა დიაბეტი სათანადოდ არ კონტროლდება მეტფორმინის ჰიდროქლორიდით ან მხოლოდ ვილდაგლიპტინით ან რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ მკურნალობა ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის  ცალკეული აბების კომბინაციით. „გალვუსი მეტ“ ინიშნება  სულფონილშარდოვანასთან (SU) კომბინაციაში (ე.ი. სამმაგ კომბინაციაში), დამხმარე საშუალებად დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების დროს პაციენტებში, როცა სათანადო კონტროლი ვერ ხერხდება მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას საშუალებით. „გალვუსი მეტ“ ინიშნება  ინსულინზე დანამატის სახით, დიეტის და ვარჯიშების  დროს გლიკემიის ადეკვატური კონტროლის უზრუნველსაყოფად პაციენტებში,    როდესაც მარტო ინსულინის და მეტფორმინის სტაბილური დოზა ვერ  უზრუნველყოფს გლიკემიის ადეკვატურ კონტროლს. „გალვუსი მეტ“ ინიშნება  საწყისი თერაპიის სახით T2DM დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომელთა დიაბეტის ადეკვატური კონტროლი არ ხორციელდება მხოლოდ დიეტისა და ვარჯიშის მეშვეობით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი