რა დროს გამოიყენება გალვუსი?

გალვუსის გამოყენების ჩვენებებია: ჩვენებები.  გალვუსი ნაჩვენებია მოზრდილებში II ტიპის შაქრის დიაბეტის სამკურნალოდ:  მონოთერაპიის სახით – პაციენტებისთვის, რომელთა დიეტამ და ფიზიკურმა დატვირთვამ არ მიიყვანა სისხლში გლუკოზის ადეკვატურ კონტროლამდე, მეტფორმინი კი არ გამოდგება უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო.  ორმაგი ორალური თერაპიის სახით კომბინაციაში: – მეტფორმინთან ერთად, პაციენტებისთვის, რომლებთანაც მაქსიმალურმა გადასატანმა დოზამ მეტფორმინით მონოთერაპიისას არ მიიყვანა ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლამდე; – სულფონილშარდოვანასთან ერთად, პაციენტებისთვის, რომლებთანაც მაქსიმალურმა გადასატანმა დოზამ სულფონილშარდოვანით მონოთერაპიისას არ მიიყვანა ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლამდე და რომელთათვისაც მეტფორმინი არ გამოდგება უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო;   – თიაზოლიდინდიონთან ერთად, პაციენტებისთვის არასაკმარისი გლიკემიური კონტროლით და რომელთათვისაც მისაღებია თიაზოლიდინდიონის გამოყენება. სამმაგი ორალური თერაპიის სახით კომბინაციაში: – სულფონილშარდოვანასთან და მეტფორმინთან ერთად, თუ დიეტამ, ფიზიკურმა დატვირთვამ პლიუს ორმაგმა თერაპიამ ამ პრეპარატებით არ აჩვენა ადეკვატური გლიკემიური კონტროლი. გალვუსი ასევე ნაჩვენებია ინსულინთან კომბინაციაში გამოყენებისთვის (მეტფორმინთან ან მის გარეშე), თუ დიეტამ, ფიზიკურმა დატვირთვამ და სტაბილურმა დოზამ არ მიიყვანა ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლამდე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი