რა დროს გამოიყენება გინიპრალი?

გინიპრალის გამოყენების ჩვენებებია:  1. მწვავე ტოკოლიზი მშობიარობის დროს სამშობიარო შეტევების შეკავება საშვილოსნოსშიდა ასფიქციის დროს, საშვილოსნოს იმობილიზაცია საკეისრო კვეთის წინ, ნაყოფის გარდიგარდმო მდგომარეობიდან შემობრუნების წინ, ჭიპლარის პროლაფსის შემთხვევაში, სამშობიარო მოქმედების გართულების დროს. როგორც ექსტრემალური ზომა ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში, ორსულის საავადმყოფოში გადაყვანის წინ.  2. მასიური ტოკოლიზი ნაადრევი სამშობიარო შეტევების შეკავება საშვილოსნოს გადასწორებული და/ან გახსნილი ყელის არსებობისას. 3. ხანგრძლივი ტოკოლიზი გადაუსწორებელი ან გაუხსნელი საშვილოსნოს ყელის მდგომარეობაში დაწყებული გაძლიერებული და გახშირებული სამშობიარო შეტევების დროს ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკა. საშვილოსნოს იმობილიზაცია ცერვიკალურ სერკლაჟამდე, მისი მსვლელობის და მის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი