რა დროს გამოიყენება გლატანი?

გლატანის გამოყენების ჩვენებებია: ცერებრული სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაციისა და თავის ტვინის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით შემდეგი მდგომარეობების დროს: – მეხსიერების გაუარესება; – ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა; – დიაბეტური ანგიოპათია; – თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება; – ქალა-ტვინის ტრავმა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა; – თავბრუ, სისხლძარღვოვანი პათოლოგიით გამოწვეული თავის ტკივილი, შაკიკი; – პოსტინსულტური დარღვევები; – ცერებრული დარღვევები ტვინის იშემიის შემდეგ; – ჰიპერტონული ენცეფალოპათია; – მხედველობის და სმენის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები; – სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევების შედეგად განვითარებული ემოციური დარღვევები, აგრეთვე ორიენტაციის დარღვევა დროსა და სივრცეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი