რა დროს გამოიყენება გუტალაქსი?

გუტალაქსის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება ყველა ფორმის ყაბზობის სამკურნალოდ, სპასტიური ობსტიპაციის გარდა. ობსტიპაციის მწვავე და ქრონიკული ფორმის სამკურნალოდ, განსაკუთრებით როდესაც პაციენტი ხანგრძლივად იმყოფება საწოლში; საკვების შეცვლისას, მოგზაურობისა; პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ საერთო მძიმე დაავადებების დროს განვითარებული ყაბზობა, აგრეთვე სხეულის მომატებული ტემპერატურის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად გამოწვეული ყაბზობის სამკურნალოდ. გუტალაქსი, როგორც საფაღარათო საშუალება გამოიყენება ოპერაციის წინ და მის შემდგომ პერიოდში, მეან-გინეკოლოგიაში. ასევე ბუასილის დროს ფეკალიების გამოყოფის შესამსუბუქებლად. ანუსის მიდამოში ნაპრალის; მიოკარდიუმის ინფარქტის, ჰიპერტონიის, და ინოპერაბელური თიაქარის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოსკოპული გამოკვლევის წინ ნაწლავის გასასუფთავებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი