რა დროს გამოიყენება დარდუმბაქტი?

დარდუმბაქტის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვადასხვა ლოკალიზაციის ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ: – ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მძიმედ მიმდინარე ინფექციები: ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოპნევმონია, ფილტვის აბსცესი და პლევრის ემპიემა;  – შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები: პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, ენდომეტრიტი, გონორეა, ვულვოვაგინიტი;  – ინტრააბდომინალური ინფექციები: ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, პერიტონიტი; – ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები: ფარინგიტი, ტონზილიტი, შუა ყურის მწვავე ანთება, სინუსიტი;  – კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ფურუნკულოზი, აბსცესი, პიოდერმია, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი; – ძვლებისა და სახსრების ინფექციები;  – სეპტიცემია;  – მენინგიტი; – ნეიტროპენიის ფონზე განვითარებული ინფექციები; – თორაკო-აბდომინალური, გინეკოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციების ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი