რა დროს გამოიყენება დექსტროზა?

დექსტროზას გამოყენების ჩვენებებია: დექსტროზას ხსნარებს ხშირად იყენებენ მედიცინაში ჰიპოგლიკემიის, ინფექციური დაავადებების, ღვიძლის დაავადებების (ჰეპატიტები, ღვიძლის დისტროფია და ატროფია) დროს; გულის დეკომპენსაციის; ფილტვების შეშუპების; ჰემორაგიული დიათეზის; ტოქსიკოინფექციების, სხვადასხვა ინტოქსიკაციების (ნარკოტიკებით ნახშირორჟანგით, ციანწყალბადმჟავათი და მისი მარილებით, ანილინით, დარიშხანით, ფოსგენით ან სხვა ნივთიერებებით მოწამვლა) და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს. ორგანიზმში ნახშირწყლების ნაკლებობით, ღებინების, ფაღარათის შედეგად გამოწვეული დეჰიდრატაციის, ოპერაციისშემდგომ პერიოდში. იყენებენ შოკისა და კოლაფსის შემთხვევაში. იგი წარმოადგენს სხვადასხვა სისხლის შემცველელებისა და შოკის საწინააღმდეგო სითხეების კომპონენტს. პრეპარატს იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა საშუალებების განზავებისათვის მათი ვენაში შეყვანის დროს. პრეპარატის ხსნარს მეთილენის ლურჯთან ერთად იყენებენ ციანწყალბადმჟავით მოწამვლის დროს. ხშირად პრეპარატი ინიშნება ასკორბინის მჟავასთან ერთად. დექსტროზას 40%-იანი ამპულირებული ხსნარი, რომელიც შეიცავს 5% მაგნიუმის ასკორბინატს, ზოგჯერ გამოიყენება ჰიპერტონული დაავადებების დროს, რომელთან თან ახლავს თავის ტვინში სისხლმიმოქცევის მოშლა (ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, დიურეზულებთან ერთად და სხვა), ასევე ვეგეტატური ნევროზების, ძილის მოშლის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი