რა დროს გამოიყენება დექსტი?

დექსტის გამოყენების ჩვენებებია: დექსტი პარენტერულად ინიშნება  მწვავე და გადაუდებელი მდგომარეობების დროს ან  როდესაც პერორალური მიღება შეუძლებელია: •    შოკი, გამოწვეული დამწვრობით, ანაფილაქსიური, ტრავმული, პოსტოპერაციული, კარდიოგენული, ტოქსიკური, ჰემოტრანსფუზიული;         •    თავის ტვინის შეშუპება: თავის ტვინის სიმსივნის, ქალა-ტვინის ტრავმის, ნეიროქირურგიული ჩარევის, ტვინში სისხლჩაქცევის, ენცეფალიტის, მენინგიტის, სხივური თერაპიის დროს; •    მძიმე ალერგიული რეაქციები: კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, დერმატოზი, მწვავე ანაფილაქსიური რეაქცია, პიროგენული რეაქცია, ალერგიული კონიუნქტივიტი; •    ბრონქული ასთმა (მძიმე ფორმა), ასთმური სტატუსი; •    მწვავე მასტენოზებელი ლარინგოტრაქეიტის (ცრუ კრუპი) შეტევის კუპირება; •    ენდოკრინული დაავადებები: თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა, თანდაყოლილი თირკმელზედა ქერქის ჰიპერპლაზია, თირეოტოქსიკური კრიზი;     •    სისხლის და სისხლმბადი სისტემის დაავადებები: მწვავე ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, მწვავე ლიმფობლასტური და მიელობლასტური ლეიკოზი, აგრანულოციტოზი; •    მძიმე ინფექციური დაავადებები (ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში); •    შემაერთებელი ქსოვილის  სისტემური დაავადებები: სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია, კვანძოვანი პერიარტერიიტი, სისტემური ვასკულიტი;  •    მწვავე ჰეპატიტი, ღვიძლისმიერი კომა; •    სახსრების მწვავე და ქრონიკული დაავადებები: სპონდილოართრიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, პერიართრიტი, ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი;  •    თირკმლის დაავადებები: ნეფროზული სინდრომი, ლიპოიდური ნეფროზი ბავშვებში; •    თვალის დაავადებები: მძიმედ მიმდინარე  წინა და უკანა უვეიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი; •    ტრანსპლანტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი