რა დროს გამოიყენება დინოპროსტი?

დინოპროსტის გამოყენების ჩვენებებია: ორსულობის შეწყვეტა სამედიცინო ჩვენებით: ორსულობის შეწყვეტა 16 კვირის შემდეგ; მშობიარობის სტიმულაცია სამედიცინო ჩვენების მიხედვით. პათოლოგიური ორსულობის შეწყვეტა: ნაყოფის სიკვდილის შემთხვევაში ორსულობის ადრეულ და შუა სტადიაში ასევე ნაყოფის მძიმე პათოლოგიის დროს (ანენცეფალია, ჰიდროცეფალია, ამელია და სხვა), რომელიც დადასტურებულია ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური და სხვა გამოკვლევებით. მშობიარობის სტიმულაცია შემდეგ შემთხვევაში: ნაყოფის სიკვდილი (ორსულობის გვიანი სტადია); ორსულობის შეწყვეტა პათოლოგიის განვითარების გამო; წყლების ნაადრევი დაღვრა; მშობიარობის პირველადი სისუსტე; მშობიარობის პლაცენტური ფაზა. მშობიარობის პროცესის აგზნება და სტიმულაცია შემდეგი კრიტერიუმიების არსებობისას: ორსულობა გართულების გარეშე, ნაყოფის თავით მდებარეობის შემთხვევაში, ორსულობის ზუსტი ვადა, ნაყოფი წონით 3000 გ-ზე მეტი (ბიპარიეტული დიამეტრით), ნაყოფის სწორად განლაგებული თავის ქალა, საშვილოსნოს ყელის კარგი მდგომარეობა, საშვილოსნოს მიომეტრიუმის სათანადო მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი