რა დროს გამოიყენება დიფლუკანი?

დიფლუკანის გამოყენების ჩვენებებია: – კრიპტოკოკოზი, კრიპტოკოკური მენინგიტის ჩათვლით და სხვა ლოკალიზაციის ინფექციები, (კერძოდ კი ფილტვების, კანის), როგორც ნორმალური იმუნური პასუხის მქონე პაციენტებში, ასევე შიდსით დაავადებულებში, გადასანერგი ორგანოების რეციპიენტებში და იმუნოდეფიციტის სხვა ფორმებით დაავადებულებში; შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკოზის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით შიდსით დაავადებულებში. – გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის სხვა ფორმები, როგორიცაა მუცლის ღრუს, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები, ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულებშიც, რომლებიც იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და იღებენ ციტოსტატიურ ან იმუნოსუპრესიულ საშუალებებს, ასევე ავადმყოფებში სხვა ფაქტორებით, რომლებიც ხელს უწყობენ კანდიდოზის განვითარებას. – ლოწოვანების კანდიდოზი, კერძოდ, პირის ღრუს და ხახის, საყლაპავის კანდიდოზი, არაინვაზიური ბრონქოპულმონარული ინფექციები, კანდიდურია, კანის, ლორწოვანის და პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (კბილის პროთეზის ტარებასთან დაკავშირებული) ნორმალური ან დაქვეითებული იმუნური ფუნქციის დროს; ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულებში. – გენიტალური კანდიდოზი; მწვავე ან მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზი; პროფილაქტიკა ვაგინალური კანდიდოზის რეციდივის შემცირების მიზნით (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში); კანდიდოზური ბალანიტი; – სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა პაციენტებში ავთვისებიანი სიმსივნეებით, რომლებიც განწყობილნი არიან ამ ინფექციებისადმი ციტოსტატიური ან სხივური თერაპიის შედეგად. – კანის მიკოზები, მაგალითად ტერფის, სხეულის, საზარდულის მიდამოს მიკოზები, ბრტყელი ლიქენი, ონიქომიკოზი და კანის კანდიდოზური ინფექციები. – იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციის დროს ღრმა ენდემური მიკოზები, კოკციდიოიდომიკოზი, პარაკოკციდიოიდომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი