რა დროს გამოიყენება დიფლაზონი?

დიფლაზონის გამოყენების ჩვენებებია: მიღების ჩვენებები – კრიპტოკოკური ინფექციები, კრიპტოკოკური მენინგიტის და მოცემული ინფექციის სხვა ლოკალოზაციის ჩათვლით (მაგ. ფილტვები, კანი), როგორც ნორმალური ასევე დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში (მაგ. პაციენტები აივ –იფექციით, ორგანული ტრანსპლანტანტებით); პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას აივ-ინფექციის მქონე პაციენტებში კრიპტოკოკური ინფექციის პროფილაქტიკისათვის. – სისტემური კანდიდოზები კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზის და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების სხვა ფორმების ჩათვლით (მაგ. მუცლის აპკის, ენდოკარდიუმის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები). შესაძლებელია კანდიდოზური ინფექციების მკურნალობის ჩატარება პაციენტებში ავთვისებიანი სიმსივნეებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტებში, პაციენტებში რომლებსაც უტარდებათ ციტოტოქსიკური ან იმუნოსუპრესიული თერაპია, ასევე სხვა ფაქტორების არსებობისას, რომლებიც ხელს უწყობს კანდიდოზის განვითარებას. – ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პაციენტები აივ-ინფექციით: პირის ღრუს და ხახის (მათ შორის კბილების პროთეზის ტარებასთან დაკავშირებული პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი), საყლაპავის კანდიდოზი, ბრონქო-პულმონალური კანდიდოზები, კანდიდურია, კანის კანდიდოზი. – გენიტალური კანდიდოზები: ვაგინალური კანდიდოზები (მწვავე და მორეციდივე), კანდიდოზური ბალანიტი, ვაგინალური კანდიდოზების რეციდივების პროფილაქტიკა (წელიწადში 3 და მეტი ეპიზოდი). – სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ამ ინფექციებისადმი ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის გამო. – კანის მიკოზები ტერფის, გლუვი კანის, საზარდულის არის მიკოზების ჩათვლით; სარტყლისებური ლიქენი; ონიქომიკოზი; კანის კანდიდური ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი