რა დროს გამოიყენება დოლო-დენკის გელი?

დოლო-დენკის გელის გამოყენების ჩვენებებია: დოლო-დენკ გელი არის გარეგანი, ადგილობრივად გამოსაყენებელი პრეპარატი. აქტიური ნივთიერება, ეტოფენამატი, მიეკუთვნება არასტეროიდული (კორტიზონისგან თავისუფალ) ანტირევმატიული (რევმატიზმის სამკურნალო) მედიკამენტების კლასს და ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.  დოლო-დენკ გელი გამოიყენება ადგილობრივად ტკივილის და ანთების შესამსუბუქებლად, რაც გამოწვეულია ძვალ-კუნთოვანი, სახსრების და რბილი ქსოვილების დაავადებებით. იგი გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად შემდეგ შემთხვევებში: – ბლაგვი ტრავმით, მაგალითად სპორტული დაზიანებით გამოწვეული მყესების მწვავე დაჭიმულობის, გაგლეჯვის ან კიდურების კონტუზიის დროს.  – სახსრების (მაგალითად სახსრის აბგის, მყესის, იოგის ან სახსრის კაფსულის) ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ტკივილისას.  მაგალითად, დოლო-დენკის გელი შეიძლება გამოყენებულ იქნას კუნთოვანი რევმატიზმის, კუნთოვანი დაჭიმულობისას მხრის მტკივნეული რიგიდობის დროს (მხარ-ბეჭის პერიართროპათია), ლუმბაგო, იშიალგია, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი. დოლო-დენკის გელი ასევე მსგავს ეფექტს ახდენს ძლიერი დაძაბულობით და ხერხემლისა და სახსრების ასაკობრივი დეგენერაციით გამოწვეული (ართროზი, სპონდილოზი) რბილი ქსოვილების მტკივნეული დაავადებების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი