რა დროს გამოიყენება ეთამზილატი?

ეთამზილატის გამოყენების ჩვენებებია: კაპილარული სისხლდენის პროფილაქტიკა ოპერაციული ჩარევების დროს და მის შემდეგ: ჰემორაგიული დიათეზის მკურნალობა (ვერლგოფის დაავადება, ვილებრანდ-იურგენსის დაავადება, თრომბოპათია), სისხლის სისტემური დაავადების თანმხლები ჰემორაგიული სინდრომით, რომელიც განპირობებულია ჰემოსტაზის სისხლძარღვოვანი ფაქტორით; მეტრო-მენორაგიების მკურნალობა (ფუნქციური, ფიბრომიომა); დიაბეტური მიკროანგიოპათიების დროს (განსაკუთრებით დიაბეტური რეტინოპათიის ჰემორაგიული ფორმა, განმეორებითი სისხლჩაქცევა ბადურაში და ჰემოფტალმი); შინაგანი სისხლდენების, მათ შორის ტრავმული სისხლდენების დროს, გადაუდებელ თერაპიაში სხვა საშუალებებთან კომბინაციაში. ოტორინოლარინგოლოგიაში (პრეპარატით პრემედიკაცია უზრუნველყოფს კარგ ჰემოსტაზს ტონზილექტომიის, ადენოტომიის, ყურის მიკროქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ვინაიდან აჩერებს სპონტანურ სისხლდენებს, ასევე დროებით სისხლდენებს ოპერაციული ჩარევის შემდეგ); ოფთალმოლოგიაში (კერატოპლასტიკის დროს მცირდება არასასურველი გამოსავალი სისხლდენის გამო. ოპერაცია კატარაქტის გამო, ბადურას ჩამოფცქვნა, გლაუკომის შემთხვევაში ოპერაციების დროს იძლევა კარგ პრეოპერაციულ ჰემოსტაზს და ამცირებს პოსტოპერაციული ჰემორაგიების ხარისხს. აგრეთვე ხელს უწყობს დიაბეტური და პოსტკონტუზიური რეტინული და ვიტრეული სისხლდენების გაჩერებას); სტომატოლოგიაში (აჩერებს სისხლდენებს პირის ღრუში ოპერაციების დროს, მაგალითად, კისტის გრანულომის რეზექცია და კბილების ექსტრაქციის შემდეგ); უროლოგიაში (ამცირებს პოსტოპერაციული ჰემორაგიების მოცულობას და ხანგრძლივობას პროსტატექტომიის შემდეგ, თირკმელების სიმსივნის სრული და ნაწილობრივი ამოკვეთის შემდეგ); ქირურგიაში (ხანგრძლივი და სათუთი ჩარევა ძლიერ ვასკულარიზებულ ქსოვილებზე); გინეკოლოგიაში და მეანობაში (პოსტოპერაციული ჰემორაგიების პროფილაქტიკა ჰისტერექტომიის, უტეროტომიის, სიმსივნის ამოკვეთის, ორსულობის შეწყვეტის დროს; ასევე დასაშვებია ეთამზილატის გამოყენება, როგორც დამხმარე საშუალების მოსალოდნელი აბორტის დროს, მშობიარობის შემდგომი და პოსტაბორტული სისხლდენის, მეტრორაგიების დროს და სხვა); კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ფილტვებიდან სისხლდენის დროს; წამლისმიერი ჰემორაგიები, თუ ისინი არ არის გამოწვეული ანტიკოაგულაციური საშუალებების მიღებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი