რა დროს გამოიყენება ენფინ ფორტე?

ენფინ ფორტეს გამოყენების ჩვენებებია: კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორული ფუნქციის უკმარისობა (ცისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი), ქრონიკული პანკრეატიტი, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე და სხვ.); საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული ანთებით-დისტროფიული დაავადებები (გასტრიტი, ენტერიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი); მალდიგესტიით და დისპეფსიით განპირობებული სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა); კუჭისა და წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევა; საკვების სწრაფი ფუნქციური პასაჟით მიმდინარე მდგომარეობები (ნევროზი, ნაწლავური ინფექციები და სხვ.); არასწორი კვება, ცხიმიანი და ძნელად მონელებადი საკვების მიღება; გასტროკარდიული სინდრომი (რემჰელდის სინდრომი); ჰეპატო-ბილიარული სისტემის ქრონიკული დარღვევები (ჰეპატოგენური პანკრეასული უკმარისობა, ციროზი, ქოლესტაზური დაავადებები, ჰიპომოტორული ნაღვლის ბუშტი, ქოლეცისტექტომია და სხვ.); წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის პათოლოგია; წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდა; საჭმლის მონელების დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია საღეჭი ფუნქციის მოშლასთან, ასევე პაციენტის ხანგრძლივ იმობილიზაციასთან; მუცლის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკური კვლევის წინ, მეტეორიზმის თავიდან აცილების მიზნით (რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი კვლევები);

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი