რა დროს გამოიყენება ეფცენ-150?

ეფცენ-150 გამოყენების ჩვენებებია: – კრიპტოკოკოზი, მათ შორის კრიპტოკოკული მენინგიტი, სეფსისი, ფილტვისა და კანის კრიპტოკოკული ინფექციები, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის მქონე პაციენტებში, ასევე იმუნოსუპრესიის სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში (შიდსით დაავადებულ პაციენტებში); – გენერალიზებული კანდიდოზი: კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი (მუცლის ღრუს ორგანოების, ენდოკარდიუმის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების დაზიანებით მიმდინარე); – ლორწოვანი გარსების კანდიდოზი: პირის ღრუს, ხახის, საყლაპავის, ბრონქებისა და ფილტვების არაინვაზიური კანდიდოზი, კანდიდურია, კბილის პროთეზით გამოწვეული კანისა და ლორწოვანის კანდიდოზი და ქრონიკული ორალური ატროფიული კანდიდოზი, ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულ პაციენტებში; – გენიტალური კანდიდოზი: მწვავე და ქრონიკული მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზი, პროფილაქტიკა რეციდივების (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში) სიხშირის შესამცირებლად, კანდიდოზური ბალანიტი; – ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში ქიმიო – და სხივური თერაპიის ფონზე განვითარებული სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკა; – კანის მიკოზები: ტერფის, ტანისა და საზარდულის არის მიკოზები, ონიქომიკოზი, სხვადასხვაფერი პიტირიაზი, კანის კანდიდოზური ინფექციები; – ღრმა ენდემური მიკოზები: კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი