რა დროს გამოიყენება ექსემესტანი ჯენეფარმი?

ექსემესტანი ჯენეფარმის გამოყენების ჩვენებებია: ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტები მიეკუთვნება არომატაზას ინჰიბიტორების ჯგუფს. ეს მედიკამენტი მოქმედებს ნივთიერება არომატაზაზე, რომელიც საჭიროა ქალის სასქესო ჰორმონების-ესტროგენების წარმოქმნისთვის, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ ქალებში. ორგანიზმში ესტროგენების დონის შემცირება არის ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს მკურნალობის გზა.  ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტები გამოიყენება ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის სამკურნალოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში მას შემდეგ რაც მათ დაამთავრეს ტამოქსიფენით 2-3 წლიანი მკურნალობა.  ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტები აგრეთვე გამოიყენება ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს შორსწასული სტადიის სამკურნალოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში როდესაც სხვა ჰორმონალურმა მკურნალობამ არ გაამართლა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი