რა დროს გამოიყენება ვილპრაფენ სოლუტაბი?

ვილპრაფენ სოლუტაბის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეულიMმწვავე და ქრონიკული ინფექციები, მაგალითად:  ზედა სასუნთქი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები: ანგინა, ფარინგიტი, პარატონზილიტი, ლარინგიტი, შუა ყურის ოტიტი, სინუსიტი, დიფტერია (დიფტერიულ ანატოქსინებთან ერთად), ასევე ქუნთრუშა პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.   ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია (მათ შორის ატიპიური გამომწვევებით გამოწვეული), ყივანახველა, ფსიტაკოზი.   სტომატოლოგიური ინფექციები გინგივიტი და პაროდონტის დაავადებები.   ინფექციები ოფთალმოლოგიაში ბლეფარიტი, დაკრიოცისტიტი.   კანის საფარველის და რბილი ქსოვილების ინფექციები პიოდერმია, ფურუნკულოზი, ციმბირის წყლული, წითელი ქარი (პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს), აკნე, ლიმფანგიტი, ლიმფადენიტი, ვენერიული ლიმფოგრანულემა.   შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები  პროსტატიტი, ურეთრიტი, ათაშანგი (პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას), ქლამიდიური, მიკოპლაზმური (მათ შორის ურეაპლაზმური) და შერეული ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი